ტურები

ორდღიანი ტური ხევსურეთში


ტურის ხანგრძლივობა:
2 დღე
გავალთ - შაბათს დილით
ჩამოვალთ - კვირას საღამოს

ტურის მოკლე აღწერა:

დილის გავდივართ თბილისიდან შატილის მიმართულებით,3 საათიანი მგზავრობის შემდეგ ავდივაღთ ხევსურეთის ულამაზეს სოფელ ხახმატში (ალუდაურების და ქეთელაურების გვარები აქედანაა) .ცოტახნის შემდეგ გავემართებით დათვიჯვრის უღელტეხილისკენ (ერთ-ერთი ულამაზესი უღელტეხილია, წამოსვლა აღარ მოგინდებათ) საიდანაც გავალთ ლებაისკარის მიმართულებით სადაც მოვინაულებთ კისტანის ციხეს . ერთი დღის მოგზაურობის ბოლოს ჩავალთ შატილში, დავათვალიერებთ მას და საღამოს ვახშამი კარვებთან და კოცონთან.

მეორე დღეს დილით გვექნება საუზმე, რის შემდეგაც დავიძრებით მუცოს მიმართულებით, მანქანით ხანმოკლე მგზავრობის შემდეგ გვექნება ლაშქრიბა მუცოში (ფეხით სავალი მანძილი 12-13 კმ) . მუცოში ლაშქრობისას ვნახავთ ჟამიანების აკლდამებს . თუ შესაძლებლობა იქნება წავალთ სოფელ არდოტში (ისტორიული პირიქითა ხევსურეთი) სადაც მოვინახულებთ XIX საუკუნის ეკლესიას, ზვიადაურების კოშკს და ღვთისმშობლის ჯვარს, ბოლოს დავბრუნდებით შატილში უკან, კვლავ ვახშამი კოცონთან და საღამოს გამოვემგზავრებით თბილისისკენ.

რას მოვინახულებთ ტურის მანძილზე:
– დათვიჯვრის უღელტეხილი
– ლებაის კარი (კისტანის ციხე)
– შატილი
– მუცო (ვნახავთ ასევე ჟამიანების აკლდამას )
– არდოტი

ფეხით სავალი მანძილი 12-13 კმ

ტურის ღირებულება - 95 ლარი
იჩქარეთ, სწრაფად ივსება ადგილები

ტურის ღირებულებაში შედის:
– კვება
– კარვები
– ტრანსპორტირება
– მეგზური

სამოგზაურო აღჭურვილობა (აუცილებელი ნივთები) :

• წყლის მოზრდილი ჭურჭელი (2 ლიტრამდე)
• გამოსაცვლელი ფეხსაცმელი ან წინდები მაინც აუცილებლად
• სასურველია რბილ ძირიანი ფეხსაცმელები
• თბილი ტანსაცმელები. ძალიან თბილი
• სასურველია მზისგან დამცავი ქუდები და სათვალეები


გარდა იმისა რომ მოვინახულებთ ხევსურეთს და გავეცნობით ჩვენი კულტურის ამ ულამაზეს ნაწილს, ჩვენ გავატარებთ მხიარულად მთელ დღეს და ლამაზ საღამოს კოცონთან ვახშმით და კარვებით.


ადგილები და დრო შეზღუდულია, დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით :

  • ტური ხევსურეთში
  • 3 ივლისი - 3 ივლისი
  • ვიზა არ ესაჭიროება
  • ფასი: 95 GEL

ვალუტის კურსი

NAN
up
NAN
up
NAN
up
NAN
up

მსოფლიო დრო

ლონდონი
ნიუ იორკი
ჰონგ კონგი
თბილისი

ამინდი

თბილისი
დღისით ღამით
დღეს o o
ხვალ o o

მიმოხილვა

Софа
Огромное спасибо Вам за безупречно организованный тур, за общительного водителя, за рестораны с вкуснейшей едой! Спасибо Пикрия за вложенный труд! Приятно иметь дело с настоящими профессионалами!
თამარი
გამარჯობათ! 14 სექტემბრიდან 5-6 დრიანი ან 7 დღიანის დაჯავშნა 2 პიროვნებაზე ამ სასტუმროში რა დაჯდება? 595717508
teo
gamarjobat egvipteshi 3dgiani dasvenebis fasi mainterisebs
monika
gamarjobat mainteresebbss am tvis bolostvis raime tureebii tuu gaqvt daa ra fasshi ?
elena
gamarjobat mainteresebs gakvt tu ara turi Uzungolze?