საქართველოს შესახებ

საქართველო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში! საქართველო სამხრეთ კავკასიაში მდებარე პატარა და თვალწარმტაცი ქვეყანაა, უძველესი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობით. მისი ისტორია 2500 წელზე მეტს ითვლის.

საქართველოს ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

 

საქართველო კულტურის, რელიგიის, თვალწარმტაცი ბუნებისა და უძველესი ისტორიის თვალსაზრისით უნიკალური ქვეყანაა. ამ პატარა ტერიტორიაზე საოცრადაა შერწყმული ყველაზე კონტრასტული, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს - მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალები თუ სუბტროპიკული სანაპიროები, უდაბნო თუ ხშირფოთლოვანი ტყე, თანამედროვე ქალაქები თუ უძველესი სოფლები.

საქართველო მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, შავი და კასპიის ზღვებს შორის. იგი დაახლოებით სამი ათას ხუთასი წლის ისტორიის მქონე ქვეყანაა და ორი ათასი წელია, რაც აქ ქრისტიანობაა გავრცელებული.

 

უძველესი დროიდან საქართველოს ღვინის სამშობლოდ მოიხსენიებენ. ქვეყანას ღვინის დამზადების ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. არქეოლოგები და ისტორიკოსები  ფლობენ ისტორიულ მასალას 7000-წლოვანი ქართული ყურძნის ჯიშებისა და კიდევ უფრო ძველი ღვინის ჭურჭლის შესახებ. მეცნიერთა მტკიცებით, ყურძნის უძველესი ჯიშები სწორედ საქართველოშია აღმოჩენილი.

 

საქართველოს მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 5 მილიონს. ქვეყნის ოფიციალური  ენა ქართულია. ეს არის ერთადერთი ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში, რომელსაც უძველესი დამწერლობა და საკუთარი ანბანი აქვს. ქართული ანბანი მსოფლიოში არსებული 14-დან ერთ-ერთია. მისი წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, იგი წინარექრისტიანულ ეპოქაშია შექმნილი. 

 

თბილისი საქართველოს დედაქალაქი მე-5 საუკუნიდანაა. ქალაქის დაარსებას საინტერესო ისტორია აქვს. ლეგენდის მიხედვით, თბილისის მშენებლობას მეფე ვახტანგ გორგასლის დროს ჩაეყარა საფუძველი. ქალაქი თბილი მინერალური წყლის საბადოებზეა აშენებული და აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. საქართველოს დედაქალაქი გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი მთელ კავკასიაში. თბილისის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია მთაწმინდა, მეტეხის ტაძარი, რომელიც კლდის წვერზე დგას და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს, ნარიყალა - ციხე-გალავნის ნაშთი, სიონის ტაძარი და სხვა მრავალი.

 

საქართველოს უმშვენიერესი არქიტექტურა, ძირითადად, წარმოდგენილია უძველესი ტაძრებით, ეკლესიებითა და ციხესიმაგრეებით, რომლებიც, მიუხედავად ისტორიული ქარტეხილებისა, ქვეყანაში მრავლადაა შემორჩენილი. ფორმების სიმარტივე, ეფექტური დიზაინი, ჰარმონიული პროპორციები, უმშვენიერესი ორნამენტები და იდეალური შერწყმა გარემომცველ ბუნებასთან ქართული არქიტექტურის უდიდესი ღირსებაა. ეკლესიების ძირითადი ტიპი არის ბაზილიკა. ქართული ბაზილიკის უძველესი ნიმუშები მე-4 მე-6 საუკუნეებით თარიღდება.

 

რაც მთავარია, ქვეყანას საამაყო და უნიკალური პოლიფონიური სიმღერების ტრადიცია აქვს. მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები მსოფლიოს ცნობილი პროფესიონალების ყურადღებას იპყრობენ. საქართველო გამოირჩევა სპეციფიკური სამზარეულოთი და სახელგანთქმული სტუმართმოყვარეობით. ქართული სტუმართმოყვარებით მოხიბლულ უცხოელ ტურისტებს  ხშირ შემთხვევაში სწორედ ამის გამო უჩნდებათ მისი ხელახალი მონახულების სურვილი.

 

საქართველო ცნობილია მრავალფეროვანი პეიზაჟებით. მოგზაურებს ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ფართო არჩევანი ეძლევათ. მათ შეუძლიათ იხილონ ისტორიული ძეგლები, უნიკალური არქიტექტურა, ხელოვნების განუმეორებელი ნიმუშები, უძველესი ტრადიციები, კულტურა, მომხიბვლელი კავკასიის მთათა სისტემა, უნიკალური კურორტები და ეროვნული პარკები. ასევე შესაძლებლობა ექნებათ, იგემონ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო, გაიცნონ მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი.

 

 

ფართობი: 69700 კვადრატული კილომეტრი   მოსახლეობა: საქართველოს მოსახლეობა 1990 წლის ოფიციალური აღწერის მონაცემებით იყო 5 493 000 ადამიანი. დღესდღეობით არაოფიციალური მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 4 500 000-ზე ნაკლებია. საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა, ძირითადი მოსახლეობა არიან ქართველები (70%). საქართველს სახელმწიფო რელიგიაა მართლმადიდებლობა, თუმცა აქ ცხოვრობენ მსოფლიოს თითქმის ყველა რელიგიური კონფესიის მიმდევარი ადამიანები.   დედაქალაქი: თბილისი. (მოსახლეობა 1990 წ. 1 480 000 კაცი). ქვეყნის კლიმატი კონტინენტურ-სუბტროპიკულია, არის თითქმის ყველანაირი ბუნებრივი ლანდშაფტი. საშუალო ტემპერატურა ზაფხულში +24 გრადუსია, ზმთარში +5 გარდუსი. ნალექი ზომიერია (უფრო მეტი დას. საქართველოში)  

დიდი მდინარეები: სიგრძე კოლმეტრებში

მტკვარი 1515 

თერგი 591 

ჭოროხი 438 

ალაზანი 390 

იორი 357 

რიონი 327 

ენგური 221 

ხრამი 220 

ცხენისწყალი 183 

ყვირილა 155 

სუფსა 117 

ლიახვი 115 

ბზიფი 114  

არაგვი 112 

კოდორი 110

აჭარისწყალი 90

  ტბები: საქართველოს ყველაზე დიდი ტბაა ფარავანი. ყველაზე ღრმა - ამტყელი (122მ.). საქართველოს ყველაზე მაღალი მთის მწვერვალია შხარა 5068 მ. ზღვის დონიდან. ყველაზე მაღალი უღელტეხილია ნაკრა (3203 მ.)   

დღესასწაულები: 

1 იანვარი ახალი წელი

7 იანვარი მართლმადიდებლური ქრისტესშობა

19 იანვარი ნათლისღება

3 მარტი დედის დღე

9 აპრილი ხსოვნის დღე

5-6 მაისი მართლმადიდებლური აღდგომა

26 მაისი დამოუკიდებლობის დღე

24 აგვისტო კონსტიტუციის დღე

28 აგვისტო მარიამობა

14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობა

23 ნოემბერი გიორგობა



ვალუტის კურსი

2.47
up
2.97
up
3.34
up
0.71
up

მსოფლიო დრო

ლონდონი
ნიუ იორკი
ჰონგ კონგი
თბილისი

ამინდი

თბილისი
დღისით ღამით
დღეს o o
ხვალ o o

მიმოხილვა

dali
CINSVLA DA CARMATEBA GO TOURS,NAMDVILAD SAUKETESOTA SHOTIS SAUKETESOA.MADLOBA NINO & MAIKO ASETI TBILI DA KETILI RCHEVEBISTVIS UZOMOD KMAYOPILI VAR DA SEZONURI NOSTALGIEBI MAQVS. MIYVARXART <3
Dato
და ჰალფეთში,გაზიანთებში ტურები არ გაქვთ?
Ruska vachnadze
Saukeetesota shoris sauketesso turistuli kompania
salome
:-*
ნატო
ძალიან კარგი მომსახურებაა აქ ოჯახური გარემო და შესანიშნავი შეთავაზებები, მადლობა ყველაფრისთვი!