ტურები




დღე 1
დილით გასვლა თბილისიდან; გაჩერება უფლისციხეში და მისი დათვალიერება; ლანჩი ქუთაისში; ქუთაისში გელათის, ბაგრატისა და მოწამეთას ეკლესიების მონახულება; თავისუფალი დრო; სასტუმროში დაბინავება და ვახშამი;
დღე 2
საუზმე; მგზავრობა მესტიამდე და გზად ხობის დედათა მონასტრისა და ზუგდიდის დადიანების სასახლის და კარის ეკლესიის დათვალიერება; ლანჩი ზუგდიდში. მდინარე ენგურის ჰესის დათვალიერება; მგზავრობა მესტიამდე; ქალაქში გასეირნება; დაბინავება და ვახშამი;
დღე 3
საუზმე; მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმისა და მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმის დათვალიერება, ასევე ლატალისა და ლენჯერის ეკლესიების მონახულება; ლანჩი; მგზავრობა უშგულამდე; (ქალაქი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი); უშგულში ლამარიას (ღვთისმშობლის) კომპლექსისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება; დაბრუნება მესტიაში და ვახშამი;
დღე 4
საუზმე; გამოსვლა მესტიიდან; ნოქალაქევის დათვალიერება; მარტვილის კანიონებში (აქ იყო დადიანების საბანაო) ნავით გასეირნება; ლანჩი ქუთაისში; გზად თბილისისკენ მცხეთაში ჯვრისა და სვეტიცხოვლის მონასტრების მონახულება; დაბრუნება თბილისში; ტურის დასასრული;
ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 15 კაციან ჯგუფში - 442 ლარი
ფასი მოიცავს:
• ტრანსპორტირება;
• გიდი
• ბილეთები მუზეუმებში შესასვლელად;
• მარტვილის კანიონში ნავით გასეირნება;
• სუვენირები