ტურები
ტურის ხანგრძლივობა 2 დღე
o ქუთაისი სიდიდის მიხედვით მეორე ქალაქია საქართველოში. ოქროს საწმისის ლეგენდის მიხედვით, ქუთაისი ის ადგილია, სადაც არგონავტები მოქმედებდნენ ჩვ.წთ.-მდე VI ს-ში. დასავლეთ საქართველოს ტომები ჩამოყალიდა სახელმწიფოდ, კოლხეთის სამეფოდ, რომელიც მდებარეოდა შავი ზღვის დასავლეთ ნაპირზე.
o ლეგენდის მიხედვით იასონმა გადმოკვეთა დარდანელის და ბოსფორის სრუტეები და შემოაღწია კოლხეთის სამეფოში, სადაც მეფე აიეტი მეფობდა. აქ ინახებოდა ოქროს საწმისი. კოლხები ფლობდნენ საიდუმლოს ოქროს მოპოვების შესახებ. არგონავტების მიზანი იყო ამ საიდუმლოს გაგება და ოქროს საწმისის მოპოვება.
o ბაგრატის ტაძარი - (XI ს) არქიტექტურული ძეგლი ქუთაისში. დღეისათვის მხოლოდ ამ ეკლესიის ნანგრევები არის შემორჩენილი.
o გელათის სამონასტრო კომპლექსი - გელათი შეიცავს ღვთისმშობლის, წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგის ეკლესიებს. გელათის აკადემია იყო კულტურული და სასულიერო ცენტრი. გელათის სამონასტრო კომპლექსი დააარსა მეფე დავით აღმაშენებელმა XII ს.-ში. ტაძარში შემორჩენილია დავით აღმაშენებლის პორტრეტი და მეფის საფლავიც ტაძრის შესასვლელშივეა. ტაძარში ასევე შემონახულია XII ს-ის მოზაიკური ხატი "ღვთისმშობელი ბავშვით".
o მოწამეთა მონასტერი - (VIII-XI სს.) მდებარეობს ორ მდინარის შუა, ქუთაისის მახლობლად. VIII ს-ში. აქ ძმები კონსტანტინე და დავით მხეიძეები არაბებმა მოკლეს, რადგან უარი განაცხადეს ისლამის მიღებაზე. ძველი ეკლესია დაინგრა. ამჯამინდელი ეკლესია აშენებული იქნა მეფე ბაგრატის მიერ XI ს-ში. მოწამეთა მონასტერი ნიშნავს
o “მონასტერი წამებულთათვის”. ძმების წმინდა ნაწილები ინახება მონასტერში.
o სათაფლიის კასტრული მღვიმე- ცნობილია იმით, რომ აქ აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი.
ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე და მოიცავს :
- ტრანსპორტირება
- გიდი
- კვება
- სასტუმროში განთავსება