ტურები
კახეთის ტური
ტურის ხანგრძლივობა 1 დღე
ექსკურსია კახეთის რეგიონში (ცნობილია სხვადასხვა სახეობის ღვინით), საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. კახეთი არის ღვინის აკვანი. თელავი - კახეთის დედაქალაქი.
• წინანდალი - ალექსანდრე ჭავჭავაძის XIX ს-ის მუზეუმი. მდებარეობს თბილისი-თელავის მაგისტრალის ჩრდილოეთით. ცნობილია თავისი მშვენიერი ბაღით და ღვინით.
• მეფე ერეკლეს მუზეუმი - ერეკლე II-ის ციხე და რეზიდენცია. მეფობდა XVIII ს.-ში.
• გრემი - კახეთის სამეფოს ცენტრი XVI-XVII სს.-ში.
• ძველი შუამთა - არქიტექტურული კომპლექსი V-VII სს-ის სამი ეკლესიით. თელავიდან 7 კმ-ში.
• ახალი შუამთა - 2 კმ-ში ძველი შუამთიდან. აშენებულია XVI ს-ში დედოფალი თინათინის მიერ.
• ალავერდი - წმინდა გიორგი სახელობის ეკლესია, აშენებულია XI ს-ში.
• იყალთო – არქიტექტურული კომპლექსი. VI საუკუნის ეკლესია და იყალთოს აკადემია (VIII-IX სს). XI- XII სს-ში აქ იყო კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი.