ტურები
დღე 1: სოფელი შატილი
09:00 გასვლა თბილისიდან.
13:00 – 14:00 ლანჩი დათვის უღელტეხილზე.
16:00 ჩასვლა შატილში., დაბინავება საოჯახო სასტუმროში ან კარვებში ვახშამი
20:00 (სასტუმროს დაჯავშნა ხდება წინასწარ) (შატილი არის შუა საუკუნეების ციხე სოფელი.
ვახშაუმი და ღამისთევა შატილში.
დღე 2: სოფელი მუცოს ძირი
08:00 საუზმე
09:00 გასვლა შატილიდან მანქანებით ხონის ჭალამდე (7კმ) აქედან უკვე ცხენებით მიუყვებით დარჩენლ გზას გზად გაივლით უძველეს მიტოვებულ სოფელ მუცოს (ცხენები წინასწარ უნდა შეუთანხმდეთ რომ დაგახვედრონ)
13:00-14:00 ლანჩი ტყის თავში, აქედან ალპური ზონის გავლით გზა მიდის აწუნთის მთის წვერის ძირამდე.
20:00 ვახშამი
ღამისთევა კარვებში.
დღე 3: დარასტო
08:00 საუზმე
09:00 გასვლა. 2 საათში გადახვალთ აწუნთის მთას და დაეშვებით ქვემოთ აწუნთის მთის ძირისკენ. (აქედან იწყება თუშეთის ტერიტორია)
13:00-14:00 ლანჩი. ლანჩის შემდეგ მიდიხართ სწორი ბილიკით დარასტომდე (მეცხვარეების ნაბინავარი ადგილი)
20:00 ვახშამი
ღამისთევა კარვებში.
დღე 4: სოფელი გირევი
08:00 საუზმე
09:00 გასვლა ერთი საათი გჭირდებათ ქვახიდამდე მისასვლელად
13:00-14:00 ლანჩი თურსიეხში (რეინჯერთა სახლი) აქედან მიდიხართ სოფელ გირევამდე,გზად თქვენ ნახავთ ულამაზეს ადგილებს და შორიდან დაინახავთ თუშეთის პირიქითის ხეობის უძველეს სოფლებს “ჭონთიოს” და “ჰეღოს”. ღამისთევა სოფელ გირევში, კარვებში.
20:00 ვახშამი
ღამისთევა კარვებში.
დღე 5: სოფელი ჩესო და დარტლო
08:00 საუზმე
09:00 გასვლა. გზად გაივლით სოფელ ჭეშოს.
13:00-14:00 ლანჩი ჭეშოს შემდეგ ცირბევში. აქედან სწორი სამანქანე გზით მიდიხართ თუშეთის ულამაზეს, თავისი განსაკუთრებული არქიტექტურით ცნობილ სოფელ დართლოში. ღამისთევა სასტუმროში. (წინასწარ უნდა შეუკვეთოთ) სასტუმროში დაბინავების შემდეგ შეგიძლიათ დაათვალიეროთ დართლოს ზემოთ მდებარე ორი ულამაზესი სოფელი, დანო და კვავლო.
20:00 ვახშამო
ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში.
დღე 6: სოფელი ომალოს კესელოები
8:00 საუზმე
9:00 გასვლა.
13:00 საუზმე ქუეში. გზად შეივლით სოფელ ომალოში და დაათვალიერებთ კესელოს კოშკებს, სადაც განთავსებულია თუშეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი.
16:00 მოსვლა ქვემო ომალოში.
ღამისთევა ომალოში.
დღე 7: თბილისშიჩამოსვლა.
ტურის დასასრული